ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დაიკავე უოლ-სტრიტი“ დასავლეთის პორტებში


„დაიკავე უოლ-სტრიტი“ დასავლეთის პორტებში
„დაიკავე უოლ-სტრიტი“ დასავლეთის პორტებში

შეერთებულ შტატებში საპროტესტო მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქციები გრძელდება. ასობით დემონსტრანტმა ამერიკის და კანადის დასავლეთ სანაპიროზე რამდენიმე მნიშვნელოვანი პორტის შესასვლელი დაბლოკა. გუშინდელი აქციების შედეგად ნაწილობრივ შეფერხდა ოკლენდის და პორტლენდის საზღვაო ტერმინალების მუშაობა. ორეგონის შტატ პორტლენდში ასობით დემონსტრანტმა ორი ტერმინალის შესასვლელი დაბლოკა და იქ სატვირთო ავტომანქანების შესვლა შეაფერხა. მსგავსი დემონსტრაციები გაიმართა ალასკაში, ლოს ანჯელესში, სან დიეგოში, სიეტლში და კანადის ქალაქ ვანკუვერში.

XS
SM
MD
LG