ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოძრაობა „დაიკავე უოლსტრიტი" უბრუნდება აქციებს


მოძრაობა „დაიკავე უოლსტრიტი" უბრუნდება აქციებს

„დაიკავე უოლსტრიტის“ მოძრაობას უფლება მიეცა ნიუ იორკის პარკში დაბრუნებულიყო, საიდანაც დემონსტრანტები გუშინ ძალის გამოყენებით გაყარეს. თუმცა, - იმ პირობით, რომ ისინი მიტინგებს მხოლოდ დღის განმავლობაში გამართავენ და ღამით პარკში აღარ დაბანაკდებიან.

პოლიციამ სამშაბათს 200-მდე მიტინგის მონაწილე დააკავა, რომლებიც პარკის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. ზუკოტის პარკი გუშინ საღამოს ნიუ იორკელებისთვის მას შემდეგ გაიხსნა, რაც შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით პარკში ძილი კანონით აიკრძალა.

მოსამართლე მაიკლ სტალმენის თქმით მოქალაქეთა კონსტიტუციით მინიჭებული სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არაფერ შუაშია ღამით პარკში ძილის აკრძალვასთან. ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი აცხადებს, რომ ის მოსამართლის გადაწყვეტილებას ემხრობა და ნიუ იორკელებისთვის განკუთვნილი საზოგადოებრივი ადგილების სადღეღამისო დაკავების უფლებას არავის მისცემს.

XS
SM
MD
LG