ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საარჩევნო უსაფრთხოების სააგენტოები: ხმები არ დაკარგულა


ხმებიის დათვლა პენსილვანიის შტატში
ხმებიის დათვლა პენსილვანიის შტატში

შეერთებულ შტატებში, საარჩევნო უსაფრთხოების სამსახურების თქმით, უსაფუძვლოა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, საარჩევნო ხმების ამსახველი სისტემის მიერ, საარჩევნო ბიულეტენები წაიშალა ან დაიკარგა. აღნიშნული, ფედერალური მთავრობის ორმა სააგენტომ, მათ შორის ამერიკის კიბერუსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა.

არჩევნების ინფრასტრუქტურის მთავრობის კოორდინაციის საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა და საარჩევნო ინფრასტრუქტურის სექტორის კოორდინაციის საბჭომ თქვა, რომ ეს არჩევნები ამერიკის ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო იყო.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ ხმის მიცემის რომელიმე სისტემამ წაშალა ან დაკარგა ხმები, შეცვალა ისინი ან რაიმე სახის გაუმართაობას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადეს მათ.

რესპუბლიკელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მტკიცებულებების გარეშე ირწმუნება, რომ 3 ნოემბრის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა გაყალბებას და დარღვევებს. ის არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ აღიარებს.

„იმ პირობებში, როცა ჩვენი არჩევნების პროცესზე გვხვდება უსაფუძვლო მტკიცებები და ეს დეზინფორმაციის შესაძლებლობას ქმნის, ჩვენ გარწმუნებთ, რომ უდიდესი ნდობა გვაქვს არჩევნების უსაფრთხოების და სანდოობის მიმართ. ეს ნდობა თქვენც უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს ორი უწყება განცხადებაში, რომელიც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის, კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ გამოაქვეყნა.

ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ყველა შტატს, სადაც შედეგები ახლოსაა, გააჩნია ბიულეტენების საქაღალდო ვერსია და ისინი მარტივად დაითვლება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG