ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენს გამარჯვებას ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის ლიდერებიც ულოცავენ


ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის ლიდერები ესაუბრნენ. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეგიონული უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში თანამშრომლლობისთვის მზაობას.

იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის ლიდერები უერთდებიან იმ სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც ჯო ბაიდენი 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულად უკვე აღიარეს და წარმატება მიულოცეს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი არჩევნების შედეგებს ჯერჯერობით კვლავ არ აღიარებს.

ჩინეთის აგრესიული პოლიტიკა, რეგიონში ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებით და ზოგ ეტაპზე მისი რთული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ბოლო წლების განმავლობაში. ვაჭრობის, თავდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხები კი ხშირად იყო უთანხმოების მიზეზი.

ბაიდენის გუნდის განცხადებით, სატელეფონო საუბრებისას ყველა მხარემ გამოთქვამ მზაობა იმისათვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და იმუშაონ ისეთ გლობალურ საკითხებზე, როგორიც კორონავირუსის პანდემია და კლიმატის ცვლილებაა.

ამ დრომდე ბაიდენი უკვე ესაუბრა გერმანიის, ბრიტანეთის, კანადისა და საფრანგეთის ლიდერებსაც. თუმცა, ჩინეთი და რუსეთი ბოლო დრომდე თავს იკავებდნენ არჩეული პრეზიდენტისთვის გამარჯვების მილოცვისგან.

ბაიდენმა ოთხშაბათს უკვე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსი რონ კლეინი იქნება. სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციებზე კი როგორც ირკვევა, ენტონი ბლინკენის განდიდატურა განიხილება - აზიელი პარტნიორებისთვის ორივე ამ პოსტზე მყოფი პირის ვინაობა ძალიან მნიშვნელოვანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG