ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო ნატოს მინისტერიალზე გაემგზავრა


იენს სტოლტენბერგი და მაიკ პომპეო ვაშინგტონში. 14 ნოემბერი, 2019 წ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა. მაიკ პომპეო ბელგიის დედაქალაქში დაგეგმილ ნატოს მინისტერიალს დაესწრება, რომელზეც მოლაპარაკებას გამართავს ამერიკის წამყვან პარტნიორებთან.

შეერთებული შტატები და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თანამედროვე გამოწვევებთან ერთობლივი ბრძოლის პირობას დებენ. გამოწვევებს შორის ისინი ასახელებენ ტერორიზმთან ბრძოლას, კიბერ-საფრთხეებთან გამკლავებას და ენერგო-უსაფრთხოების საკითხებს.

ალიანსის 70-წლიანი სიმტკიცის დადასტურება იქნება დეკემბერში დაგეგმილი ლონდონის სამიტიც. ბრიტანეთის დედაქალაქში დაგეგმილ უმაღლესი დონის სამიტს ნატოში შემავალი 30-ზე მეტი სახელმწიფოების მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG