ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სენატმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა


შეერთებული შტატების სენატმა, ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას, 91 ხმით 2 ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. ეს სკოპიესთვის გამარჯვებას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა გადაწვყვიტა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაეწყო.

ნატომ ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსში მას შემდეგ მიიწვია, რაც სკოპიემ საბერძნეთთან სახელის გარშემო შეთანხმებას მიაღწია. საბერძნეთი აცხადებდა, რომ სახელი "მაკედონია" სკოპიეს ტერიტორიულ ამბიციებზე მიუთითებდა და ბერძნული მემკვიდრეობის მითვისების მცდელობა იყო.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა განაცხადა, რომ სენატში კენჭისყრა ნატოს სხვა ასპირანტებს აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღია რჩება.

„რუსებს ეს ძულთ. მათ ძულთ ნატოს გაზრდა, თუმცა ჩვენ გვინდა ევროპელებს ხელი შევუწყოთ“, - თქვა მან.

სენატის საგარეო უთიერთობების კომიტეტის წევრმა კრის მერფიმ განაცხადა, რომ გადაწვეტილება ხაზს უსვამს კონგრესის მზაობას, დაეხმაროს აშშ-ის მოკავშირეებს. „ეს არის კონგრესის თავდადების ნიშანი, დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან კრემლის ქმედებებთან საბრძოლველად“, - თქვა მან.

ყოფილი იუგოსლავიის პატარა ქვეყანა, ნატოში გაწევრიანებას 2008 წლიდან ცდილობს, თუმცა მის წევრობას ათენი ბლოკავდა. 2018 წელს ბრიუსელმა სკოპიე ოფიციალურად მიიწვია.

ამ დროისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება ნატოს წევრმა 22 ქვეყანამ გააკეთა. საბოლოო წევრობისთვის სკოპიეს 29-ვე პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG