ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომნი განაგრძობს საარჩევნო კამპანიას


რომნი სიტყვით ფერადკანიანთა დაწინაურების ასოციაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე გამოვიდა

რესპუბლიკელთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, მიტ რომნი სიტყვით ფერადკანიანთა დაწინაურების ასოციაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე გამოდის. ღონისძიების მიზანი არჩევნებისთვის ამ ერთ-ერთი უძველესი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის სიმპატიის მოპოვებაა.

საზოგადოებრივი გამოკითხვებით, ასოციაციის და ზოგადად ფერადკანიანთა დიდი უმრავლესობა, საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაუჭერს მხარს. ანალიტიკოსების აზრით, იმაზე, თუ როგორ წარიმართება მიტ რომნის შეხვედრა, დიდად არის დამოკიდებული მისი წარმატება ლათინოს და ფერადკანიან ამერიკელ ელექტორატში.
XS
SM
MD
LG