ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები სამხრეთ კაროლინას პრაიმერის წინ


დებატები სამხრეთ კაროლინას პრაიმერის წინ
დებატები სამხრეთ კაროლინას პრაიმერის წინ

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სამხრეთ კაროლინაში დებატები გაიმართა, სადაც მათი მთავარი სამიზნე რესპუბლიკელების ფავორიტი მიტ რომნი იყო. სამხრეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი დღეს გაიმართება. დებატების დროს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა რომნის ყოფილ საინვესტიციო კომპანიას წამყვანი ფირმების გაკოტრებაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ამის შედეგად უამრავმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა. ტეხასის გუბერნატორმა რიკ პერიმ რომნისგან პირადი საშემოსავლო და საგადასახადო მონაცემების გამოქვეყნება მოითხოვა. რომნიმ თავის პოზიცია დაიცვა და განაცხადა, რომ მართალი მიერ ინვესტირებული კომპანიების ნაწილი გაკოტრდა, თუმცა ნაწილმა წარმატებას მიაღწია. მისი თქმით, ის გამოცდილება, რომელიც მან პრობლემური კომპანიების მართვისას მიიღო, ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

XS
SM
MD
LG