ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმედისმომცემი სიგნალი აშშ-ის პოლიტიკაში


იმედისმომცემი სიგნალი აშშ-ის პოლიტიკაში
იმედისმომცემი სიგნალი აშშ-ის პოლიტიკაში

ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში იმედისმომცემი სიგნალი გამოჩნდა, როცა სამშაბათს პრეზიდენტი კონგრესში მივიდა და დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა ბარაკ ობამა ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშეა რესპუბლიკელების მიერ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობისა და სენატში, ძლიერი უმცირესობის პირობებში.

ბევრი ექსპერტი ამ მდგომარეობის ფონზე რეალურად მიიჩნევს პოლიტიკურ დაპირისპირებას მომდევნო ორი წლის მანძილზე.

ორივე პარტიის მხრიდან მომავალი განწყობა პოზიტიური იყო პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ობამა: „ამერიკელ ამომრჩეველს ხმა პარტიული დაპირისპირებისთვის არ მიუცია. არამედ ისინი პროგრესსა და პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ.“

ჯერ ნაადრევია იმის თქმა თუ რამდენად გამოასწრებს რეალურ მდგომარეობას პოზიტიური პოლიტიკური ტონი და გახდება თუ არა პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა კონსენსუსის საწინდარი.

სენატში რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკონელი ამბობს, რომ ვაშინგტონში ბოლო პერიოდში თანხმობის მიღწევის მცდელობები შეინიშნება.

მაკონელი: განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელები უპირატესობას ორპარტიულ მთავრობას ანიჭებენ. გასაკვირი არ იქნება ის სიტუაცია, რომელშიც პარტიები ასმეთორმეტე კონგრესში აღმოჩნდებით. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ კარგი შედეგი სწორედ სხვადასხვა პარტიის თანამშრომლობით მიგვიღწევია.

ბოლო ასეთი შემთხვევა იყო ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს. 1994 წლის შუალედური არჩევნების დროს დემოკრატებმა კონგრესის კონტროლი დაკარგეს, რამაც რესპუბლიკელებთან მწვავე დებატების დაწყებას მისცა საბაბი.

მიუხედავად ამ გართულებული მდგომარეობისა, დემოკრატმა პრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა ისეთ საკითხებში როგორიცაა საერთაშორისო ვაჭრობა და მთავრობის სოციალური პროგრამები თანხმობას მიაღწიეს. ეს მოვლენები კი მომავალი 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დემოკრატი პრეზიდენტის-უილიამ ჯეფერსონ კლინტონის გამარჯვების წინაპირობა გახდა..

1981 წელს რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, რომელმაც საპრეზიდენტო არწევნებში დემოკრატ ჯიმი კარტერს მოუგო, ვაშინგტონსი კონსერვატიული ელფერი შესძინა.

რეიგანი: „დღევანდელი კრიზისის პირობებში, მთავრობა გამოსავალს როდი მონახავს. თავად მთავრობა წარმოდგენს პრობლემას.“

რეიგანის პირველი შუალედური არჩევნების დროს მისმა პარტიამ დამარცხება განიცადა, თუმცა მას კომპრომისის მიღწევა არ გასჭირვებია წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერთან თიპ ონილთან.

2010 წელს, ბოლო შუალედურ არჩევნებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ დამოუკიდებელი ზომიერი გეზის ამომრჩევლები, რომლებმაც უარყოფითი რეაქცია დააფიქსირეს პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ.

კარლინ ბოუმანი, რომელიც ვაშინგტონში ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარია ამბობს, რომ ამ ხმების სიმრავლემ რესპუბლიკელების წარმატება განსაზღვრა.

„ეს რიგით მესამე არჩევნებია, როცა დამოუკიდებელმა ამომრჩეველმა ხელისუფლების სათავეში მყოფ პარტიას არ დაუჭირა მხარი.„

ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხევებით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკელბი დიდ იმედებს არ ამყარებენ პოლიტიკოსებს შორის თანამშრომლობაზე. ქუინიპიაკის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა რომ გამოკითხულთა 73 პროცენტს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ობამა და რესპუბლიკელები უკიდურესად განსხვავებულ პოზიციებზე რწებიან რაც კომპრომისის მიღწევას, საკვანძო მნიშვნელობის საკითხებში, არსებითად გაართულებს.

XS
SM
MD
LG