ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პოლიტიკა ავღანეთსა და პაკისტანში


შეერთებული შტატების მიერ ავღანეთში და პაკისტანში განხორციელებულმა პოლიტიკამ წარმატება რამდენიმე მიმართულებით მოიტანა, აცხადებს ჰილარი კლინტონი.

სახელმწიფო მდივანი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენებზე ჩვენებით გამოვიდა. ქალბატონი კლინტონის თქმით ოსამა ბინ ლადენი და მისი რამდენიმე თანაშემწე განადგურებულია, მნიშვნელოვნად შესუსტდა ალ-ყაიდას მიერ ოპერაციების განხორციელების უნარი. ამავე დროს „კოალიციის და ავღანური ძალების ერთობლივი ძალისხმევით თალიბებმა რამდენიმე გადამწყვეტ უბანზე უკან დაიხიეს. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს წინ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ ისინი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას კისრულობენ“. (ციტატის დასასრული)

დღეისთვის შეერთებული შტატების პოლიტიკა ავღანეთში და პაკისტანში სამი მიმართულებით ხორციელდება, რომლებიც ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს. ესენია: ბრძოლის სტრატეგია, მოლაპარაკებები და ქვეყნების აღმშენებლობა.

რაც შეეხება ბრძოლას: კოალიციამ და ავღანეთის ძალებმა თალიბებზე, ჰაკანის ქსელებზე და სხვა ამბოხებულებზე ზეწოლა გაზარდეს. თუმცა, ასევე უნდა განადგურდეს თალიბთა ის უსაფრთხო რეგიონები, რომლებიც პაკისტანის საზღვარზე მდებარეობს, რითაც ორივე ქვეყანა ისარგებლებს. „უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 5 ათასამდე პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ქვეყნის ათობით ათასი მოქალაქე იქნა დაშავებული ან მოკლული“ . სწორედ ამიტომ ვავითარებთ ორმხრივი უსაფრთხოების ხედვას, რომლითაც ყველა მოგებული დარჩება, აღნიშნავს ქალბატონი კლინტონი.

მოლაპარაკებათა თაობაზე: საუბარია შემრიგებლურ შეხვედრებზე და ავღანეთის მშვიდობის ინიციატივის დანერგვაზე, რომელიც თალიბ მებრძოლებს საზოგადოებას დაუბრუნებს, დაგმობს ძალადობას, დატოვებს ალ-ყაიდას და დაემორჩილება ავღანეთის კანონს და კონსტიტუციას, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად ქალთა და სხვა უმცირესობათა უფლებებს იცავს.

მესამე მიმართულება ქვეყნის აღდგენას, ავღანეთში, პაკისტანში და მიმდებარე ქვეყნებში შესაძლებლობათა ზრდას, მათ აღმშენებლობას გულისხმობს. ხალხს უკეთესი მომავლის რეალური იმედი სჭირდება, ოჯახის შენახვის შანსის მიცემა, ხანგრძლივი სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ეს ყოველივე უზრუნველყოს. ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდაზე და ადგილობრივი ბუნებრივი რესურსის ისეთ ამუშავებაზე, რომ მოსახლეობამ ამით მაქსიმალურად ისარგებლოს. ასევე ვზრუნავთ ექსპორტის გაზრდაზე და ფინანსური სექტორის გაძლიერებაზე. ეს ყოველივე რეგიონის ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ აბრეშუმის ახალ გზას ვუწოდებთ, აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

ქალბატონი კლინტონის განცხადებით სამი მიმართულებით განხორციელებული რეგიონალური სტრატეგია, რომელიც ბრძოლას, მოლაპარაკებას და აღმშენებლობას ავღანეთის და პაკისტანის ხელშეწყობით ერთდროულად ეწევა, წინსვლის საუკეთესო გარანტიაა.

XS
SM
MD
LG