ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს პოლიტიკა შუა აზიის რეგიონში


სახელმწიფო მდივნის თანაშემწე რობერტ ბლეიკი შუა აზიის რეგიონში ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრობს

„შუა აზია შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს,“ აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ სამხრეთ და შუა აზიის რეგიონის საკითხებში რობერტ ბლეიკმა.

შეერთებული შტატების მთავრობას კარგად ესმის შუა აზიის ხუთი სახელმწიფოს - ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის - თვითმყოფადობა, მათი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები სტაბილური და დემოკრატიული, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებული და ერთმანეთთან თანამშრომლობაში ჩართული სახელმწიფოების განვითარებას უწყობს ხელს. შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ესწრაფვიან.

შუა აზიის რეგიონისადმი პოლიტიკის გადახედვის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ახალი პოლიტიკა შეიმუშავა, რომელიც ხუთი პრიორიტეტისგან შედეგება. ამ პრიორიტეტებში შემდეგი პუქნტები შედის: შუა აზიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაფართოება ავღანეთში საომარი მოქმედებების ხელის შეწყობის მიზნით, რეგიონის ენერგორესურსებისა და ენერგომატარებლების სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, პოლიტიკური ლიბერალიზაცია და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის ხელის შეწყობა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება ისევე როგორც წარუმატებელი სახელმწიფოების წარმოქმნის თავიდან აცილება ორ დამატებით პრიორიტეტს წარმოადგენს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბლეიკმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შუა აზიის ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულია, მაგრამ არა ადამიანის უფლებების ხარჯზე. მისი თქმით, „შეერთებული შტატები ადამიანის უფლებებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებული საკითხების გულახდილად, ღიად და სრულად განხილვას არ ერიდება. ეს თემა ჩვენი დიალოგის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ჩვენ მას იგივე ყურადღებას დავუთმობთ როგორსაც უსაფრთხოების საკითხებს.“

ყირგიზეთში მდებარე მანასის სატრანზიტო ცენტრი ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს. მართალია სატრანზიტო ცენტრს ავღანეთში მიმდინარე კოალიციური ძალების სამოარ მოქმედებებში დიდი წვლილი შეაქვს, ამ ობიექტის მნიშვნელობა არასდროს დაჩრდილავს ამერიკის პასუხისმგებლობას ყირგიზეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის მიმართ. „ობამას ადმინისტრაცია ფასეულობების კომპრომისზე არასდროს წავა. მაგრამ ჩვენ ყველა პარტნიორთან დიალოგისა და ურთიერთობების წარმართვას შევეცდებით,“ აღნიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბლეიკმა.

შეერთებული შტატები კვლავინდებურად გააგრძელებს ურთიერთობას შუა აზიის ქვეყნებთან რეგიონში დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით.

XS
SM
MD
LG