ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა და შარიფი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე საუბრობენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტს და პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი პაკსტანის უსაფრთხოებას და დრონების გამოყენებას ეხებოდა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა პრეზიდენტ ობამას უპილოტო საფრენი აპარეტების, დრონების პაკისტანის ტერიტორიაზე გამოყენების შეწყვეტა სთხოვა. პრემიერის თქმით, დრონების მიერ განხორციელებული იერიშები პაკისტანში მეტად არაპოპულარულია. თუმცა, „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პაკისტანის მთავრობა დრონების პროგრამას ფარულად მხარს უჭერს.


თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა პაკისტანის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე მთელ რეგიონში ძალადობასთან, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლაში. პრეზიდენტის თქმით, ამ საქმისთვის ბრძოლას 40 ათასზე მეტი პაკისტანელი შეეწირა. ორი ლიდერის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ქვეყნებს შორის პარტნიორობა „სუვერენიტეტის და ტერიოტორიული ხელშეუხებლობის პრინციპების პატივისცემას ემყარება“.
XS
SM
MD
LG