ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელი დეპუტატი ვაშინგტონისგან ბოდიშს ითხოვს


პაკისტანის პარლამენტის უშიშროების კომიტეტი შეერთებული შტატებისგან უპირობო ბოდიშის მოხდას ითხოვს, ალიანსის იმ საჰაერო დარტყმისთვის, რომლის დროსაც გასულ წელს 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს პაკისტანის პარლამენტის ორივე პალატამ კომიტეტის რეკომენდაციები განიხილა. დადგენილების პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ მიან რაზა რაბაიმ გააცნო:

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ დრონების გამოყენება არაპროდუქტიულია და იწვევს კერძო საკუთრების ნგრევას და ადამიანთა დანაკარგებს. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის რადიკალიზებას, რაც ტერორისტების მხარდაჭერაში გადადის ა ანტიამერიკულ განწყობებს აძლიერებს,“- განაცხადა რაბანიმ.

XS
SM
MD
LG