ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ისლამაბადს აკრიტიკებს


აშშ ისლამაბადს აკრიტიკებს
აშშ ისლამაბადს აკრიტიკებს

პაკისტანის არმიის ხელმძღვანელმა უარყო შეერთებული შტატების ბრალდება რომ ისლამაბადი ყველაფერს არ აკეთებს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გენერალმა ასფაგ ხაიანიმ მკაცრად გააკრიტიკა ამერიკიდან მომავალი პროპაგანდა. ეს განცხადება პაკისტანელმა სარდალმა ამერიკის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მალენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ამერიკელები პაკისტანის უშიშროების სამსახურს ჰაკანის სამხედრო დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, რომელიც თავის მხრივ ალ-ყაიდასთან კავშირშია მხილებეული.

პაკსტანელმა გენერალმა ასევე დაგმო ამერიკელთა მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება ჩრდილოეთ ვაზირისტანში ბაზირებული მოჯახედების წინააღმდეგ, რაც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

XS
SM
MD
LG