ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურის დასუფთავება წარმატებულად მიმდინარეობს


მექსიკის ყურის დასუფთავება წარმატებულად მიმდინარეობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მექსიკის ყურეში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული გაჟონილი ნავთობის გასაწმენდად, თუმცა სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის.

შარშან 20 აპრილს მექსიკის ყურეში „ბრითიშ პეტროლიუმის“ ჭაბურღილი აფეთქდა, რამაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობი 85 დღის განმავლობაში ჟონავდა, რამაც მექსიკის ყურის სანაპირო ზოლი და თევზჭერის ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზიანა.

XS
SM
MD
LG