ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული ამერიკის მოქალაქე


შეერთებული შტატების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეაში, მოუწოდა ფხენიანს, რათა გადაჭრას დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საკითხი

როგორც იუწყებიან ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს შეერთებული შტატების მოქალაქე, 85 წლის ასაკის კორეის ომის ვეტერანი, რომელიც ქვეყანაში კანონიერი ტურისტული ვიზით შევიდა.

მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებმა კალიფორნიელი მერილ ნიუმანი თვითმფრინავიდან გადმოსვეს, რომლითაც 26 ოქტომბერს ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

მისმა ვაჟმა, ჯეფ ნიუმანმა სი-ენ-ენ-ს უთხრა, რომ ორმოცდაათიან წლებში სამხრეთ კორეაში, ამერიკულ სამხედრო ქვეით ნაწილში ოფიცრად სამსახურის შემდეგ, მამამისი „მთელი ცხოვრება ოცნებობდა“ ენახა ჩრდილოეთი კორეა და მისი კულტურა. მისი თქმით, მამამ მოგზაურობა დაგეგმა ჩრდილოეთ კორეის მიერ ნებადართული ჩინური ტურისტული კომპანიის მეშვეობით და გააჩნდა „ყველა საჭირო ვიზა“.

ხუთშაბათს, პეკინში, შეერთებული შტატების უმაღლესმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეაში, გლინ დეივისმა მოუწოდა ფხენიანს, რათა გადაჭრას დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საკითხი. თავის კომენტარში მას ბატონი ნიუმანი გვარით არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG