ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

41 წლის წინ გატაცებული სამხრეთ კორეელი შინ დაბრუნდა


იონ ვუქ პიო 41 წლის წინ ჩრდილოეთ კორეელებმა თევზმჭერი გემიდან გაიტაცეს

სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მისმა მოქალაქემ ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცევა შეძლო. იონ ვუქ პიო 41 წლის წინ ჩრდილოეთ კორეელებმა თევზმჭერი გემიდან გაიტაცეს.

ვოქ პიო, რომელიც ახლა 68 წლისაა, 1972 წელს გატაცებული ორი თევზმჭერი ნავის ეკიპაჟის წევრიდან ერთ-ერთი იყო. დანარჩენი გატაცებულების ბედი ამ დრომდე უცნობია.

სამხრეთ კორეა აცხადებს, 1953 წელს კორეის ომის დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთს 500-ზე მეტი სამხრეთ კორეის მოქალაქე ჰყავს გატაცევული.
XS
SM
MD
LG