ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის მიერ გადმოცემული ნეშტები ჰავაიზე გადაიტანა


გასულ კვირაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ გადმოცემული, ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტები, შეერთებული შტატების ჰავაის შტატში გადაფრენამდე, სამხრეთ კორეაში, ამერიკულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში საგანგებო ცერემონიით გადაიტანეს.

საუბარია 60 წლის წინ კორეის ომში, დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტებზე. მათ გადასვენებაზე ჩრდილოეთ კორეის და ამერიკის ლიდერები სინგაპურში გამართულ ისტორიულ სამიტზე შეთანხმდნენ.

მეორე ცერემონიას, როდესაც ნეშტები ჰავაის პერლ ჰარბორის ბაზაზე მივა, კორეის ომის ვეტერანის შვილი, ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწრება.

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეამ თითქმის არავითარი ინფორმაცია არ წარმოადგინა იმ პირთა შესახებ, რომელთა ნეშტების რეპატრიაციაც შეერთებულ შტატებში ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG