ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ირმა უმცროს ვაჟს გენერლის წოდება მისცა


კიმ ჩენ ირმა უმცროს ვაჟს გენერლის წოდება მისცა
კიმ ჩენ ირმა უმცროს ვაჟს გენერლის წოდება მისცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ირმა უმცროსი ვაჟი და და გენერლის წოდებებზე წარადგინა, რაც კომუნისტური ოჯახის მმართველობის გახანგრძლივებად აღიქმება.

დაწინაურების ამბავი ცნობილი დღეს გახდა, როდესაც მმართველი მუშათა პარტიის წევრები 30 წლის აღსანიშნავად ყრილობაზე შეიკრიბნენ. დამსწრეთა ინფორმაციით, უფროსი კიმი პარტიის გენერალურ მდივნად მქუხარე ოვაციების ქვეშ დაამტკიცეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში კრისტოფერ ჰილი მიიჩნევს:

“ძალაუფლების მესამე თაობისთვის გადაბარება, ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მეორისთვის, როგორც კიმ ჩენ ირის შემთხვევაში იყო. არ მგონია ჩვენ ოდესმე შეგვემჩნიოს რომ კიმ ჩენ უნს ვინმე ლიდერისთვის ამზადებდა, როგროც ამას კიმ ჩენ ირი აკეთებდა.”

ანალიტიკოსები, 27 წლის კიმ ჩენ უნს, ახლა უკვე გენერალს, მამის მოსალოდნელ მემკვდრედ განიხილავენ.

XS
SM
MD
LG