ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანს ელიან


კიმ იანგ ჩოლი
კიმ იანგ ჩოლი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მაღალი დონის წარმომადგენელს ამერიკაში ვიზიტის ნება დართო. მხარეებს შორის მოლაპარაკება შეეხება ივნისში, სინგაპურში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ უნი მიიღებენ.

ფხენიანის ნდობით აღჭურვილი პირი კიმ იანგ ჩოლია, ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის ვიცე-თავმჯდომარე, რომელიც მანამდე ქვეყნის სამხედრო დაზვერვას მეთაურობდა. მისი ვიზიტის შესახებ გავრცელებული ცნობა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” დაადასტურა. რამდენიმე საათით ადრე კი ახალ ამბებში გადაიცა ინფორმაცია, რომ კიმ იანგ ჩოლი პეკინის აეროპორტში იმყოფებოდა. სამხრეთ კორეის მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირი ოთხშაბათს ნიუ-იორკში ჩავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG