გაზეთ "უოლ სთრით ჯორნალის" ინფორმაციით, თეთრი სახლი ახალი განკარგულებისთვის ემზადება, რომლითაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტრანსგენდერ ადამიანებს ჯარში მსახურს აუკრძალავს.
იგივე ინფორმაცია ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსს" და სააგენტო "როიტერს." ამ ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი პენტაგონს ამ წესის ასამოქმედებლად 6 თვიან ვადას მისცემს.
პრეზიდენტის განკარგულებით, პენტაგონს აეკრძალება ჯარში ტრანსგედერი ადამიანების მიღება, უკვე ჯარში მყოფებს კი მკურნალობისთვის გამოყოფილი დაფინანსება შეუწყდებათ.
რენდის კორპორაციის კვლევების მიხედვით, შეერთებული შტატების სამხედრო დანაყოფებში ამჟამად 4 000-მდე ტრანსგენდერი მსახურობს.
Facebook Forum