ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის შუალედური არჩევნების ბოლო ქარცეცხლი


ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. წინასაარჩევნო კამპანიის სიმწვავე უჩვეულო შიშმა და გაურკვევლობამ გადაფარა მას შემდეგ, რაც ათზე მეტ ადამიანს, ძირითადად დემოკრატიული პარტიის ლიდერებს და მათთან დაკავშირებულ პირებს საეჭვო ამანათები გაუგზავნეს. ამანათებში მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩნდა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა ანალიტიკოსები იმაზე, რომ ქვეყანაში მკაცრად პოლიტიზირებული და პოლარიზებული გარემოა.

„ეს ძალიან მტკივნეული დროა ჩვენი ქვეყნისთვის. დრო, როდესაც ხალხში ძალიან ბევრი სიძულვილია, მსგავსი ინციდენტები კი ტკივილსა და შიშს ამძაფრებს“.
ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო

პრეზიდენტმა ტრამპმა ეს, ცოტა ხნის წინ გამოსვლისას კვლავ მედიის წარმომადგენლებს დააბრალა და თქვა, რომ ეს ბრაზი და აგრესია სწორედ ყალბი ახალი ამბების გამავრცელებლების „დამსახურებაა“. ვისკონსინში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, კი თქვა: „ჩვენ გვინდა, რომ ყველა მხარემ მშვიდობასა და ჰარმონიაში ვიცხოვროთ. ჩვენ ეს შეგვიძლია და ეს ასეც იქნება“, - თქვა ტრამპმა.

თუმცა, დემოკრატები სწორედ პრეზიდენტ ტრამპს ადანაშაულებენ პარტიული განსხვავებებისა და პოლარიზების გამწვავებაში.

„ეს ძალიან მტკივნეული დროა ჩვენი ქვეყნისთვის. დრო, როდესაც ხალხში ძალიან ბევრი სიძულვილია, მსგავსი ინციდენტები, კი ტკივილსა და შიშს ამძაფრებს“, - ამბობს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო.

პრეზიდენტმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უშუალოდ დემოკრატების წინააღმეგ არაერთხელ გაილაშქრა, მათ შორის მონტანაში გამართული შეხვედრისასაც, სადაც თქვა, რომ დემოკრატების რადიკალური პოლიტიკა ქვეყნისა და ამერიკელი ოჯახებისთვის საფრთხის შემცველია.

თუმცა, ასაფეთქებელი მოწყობილობების გარდა, კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთმა თემამ შეიძინა აქტუალობა - ამერიკის საზღვრებისკენ ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტების ქარავანი მოემართება. პრეზიდენტმა ეს თემა თავისი პოლიტიკის გამართლებად გამოიყენა და კვლავ, დემოკრატები დაადანაშაულა არასწორ საიმიგრაციო პოლიტიკაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG