ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსმენა სენატში


შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის განცხადებით, ირანი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, ხოლო თეირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შენარჩუნებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს. ამის შესახებ გენერალმა ჯეიმს მატისმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გუშინ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სანქციებმა ირანს ბირთვული პროგრამაზე მუშაობა ვერ გადააფიქრებინა. გენერლის განცხადებით თეირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ- ასადის რეჟიმს იარაღით და ინსტრუქტორებით ეხმარება.

„ირანი და მისი სუროგატები განაგრძობენ ძალადობას მსოფლიო მასშტაბით, რასაც ადასტურებს ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მცდელობა. ირანი ეს არის უდიდესი საფრთხე როგორც რეგიონისთვის, ასევე მსოფლიოსთვის,“ - განაცხადა გენერალმა მატისმა.

XS
SM
MD
LG