ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის გვერდით და არა მის ჩრდილში


ინაუგურაციაზე პრეზიდენტის გვერდით პირველი ლედი იდგება, რომელმაც ამერიკის ცხოვრებაზე საკუთარი კვალი დატოვა

მიშელ ობამას ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ნაბიჯი თეთრი სახლის წინ მინდორზე პატარა ორმოს ამოთხრა იყო. ეს ორმო მალე ბაღ-ბოსტნად გადაიქცა, რაშიც პირველ ლედის ვაშინგტონის სკოლებიდან მისული ბავშვები დაეხმარნენ. ბოსტანში ახლადდაკრეფილი მწვანილი და ბოსტნეული ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ ეს არ იყო პრეზიდენტის მეუღლის მიზანი.

„ძალიან ბევრი პატარა მიირთმევს მაღალკალორიულ საკვებს, რომელიც მათთვის ნაკლებად სასარგებლოა. არასაკმარისადაც ვარჯიშობენ. მარტივად რომ ვთქვა, სწორად არ იკვებებიან და საერთოდ არ მოძრაობენ“ - განაცხადა მიშელ ობამამ.

ამიტომაცაა, რომ ყოველი მესამე ბავშვი ჭარბწონიანია, ან სიმსუქნით დაავადებული. პირველი ლედის მთავრობის დონეზე წამოწყებულ კამპანიას „Let’s Move” -ავმოძრავდეთ- ერქვა. მისი მიზანი ამერიკელ ბავშვებში ჭარბწონიანობის შემცირებაა.

„ეს ჩვენი ვალია. არა მარტო მშობლის, რომელსაც პატარა უყვარს, არამედ მოქალაქის, რომელსაც სამშობლო უყვარს. ასე რომ, ავმოძრავდეთ“.

მიშელ ობამას ყველაზე მეტად სასკოლო სასადილოები აინტერესებდა. ვაშინგტონში, პარკლოუნის დაწყებით სკოლაში ის ვარსკვლავივით მიიღეს. პირველმა ლედიმ პირველმა განაცხადა კვების ახალი სტანდარტების შესახებ:

„ბავშვებს სკოლაში რომ ვუშვებთ, გვაქვს უფლება, რომ იმედი ვიქონიოთ, მათ იმ ზედმეტად ცხიმიან, დამლაშებულ და დამტკბარ საჭმელს არ მისცემენ, რასაც სახლში ვარიდებთ“ - აღნიშნა მიშელ ობამამ.

სკოლის სასადილომ სამთავრობო სუბსიდიის მოპოვებისთვის ბავშვებს ახალი სტანდარტის, უფრო ჯანმრთელი საკვები უნდა შესთავაზოს, ამბობს მარგო ვუტანი ორგანიზაციიდან მეცნიერება-საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში.

(Wootan ACT)
რაციონში ხილის და ბოსტნეულების გაორმაგება; მარილის შეზღუდვა, თეთრის ნაცვლად მრავალმარცვლოვანი პური, დაბალცხიმიანი რძე და ასე შემდეგ. ეს სერიოზული ცვლილებებია“ - გვიხსნის ის.

თუმცა, მხოლოდ ეს ნაბიჯი ბავშვებს ვერ გააჯანსაღებს, აღნიშნავს დევიდ ჯასთი კორნელის უნივერსიტეტიდან.
სასადილოში რომ აწყვია, ეს ბრძოლის მხოლოდ პირველი ნაწილია. ბავშვებს უნდა მოუნდეთ მათი არჩევა. ლანგარზე მხოლოდ საჩვენებლად არ ვდებთ, რომ მერე გადავყაროთ“ - ამბობს პროფესორი.

არც ეს არის იოლი საქმე. თანაც ჯანმრთელი საკვები უფრო ძვირია. პარკლოუნის სკოლის კვების მომსახურების ხელმძღვანელის, პენი მაკონელის აზრით, საკვების სიძვირე სერიოზულ პრობლემას ქმნის.

საჭმლის ფასები გაიზარდა. ანაზღაურება კი შესაბამისად არ მატულობს“ - ამბობს ის.

მაკონოლის თქმით, ფედერალური მთავრობა თითო ულუფაზე მხოლოდ 6 ცენტს ამატებს და ეს ჯანმრთელი პროდუქციის შესაძენად საკმარისი არ არის. ამის მიუხედავად, არაერთი ეროვნული პრიზის მფლობელი სკოლა უკანდახევას არ აპირებს, რადგან წამოწყების გავლენა და შედეგი კარგა ხანია ერთი სკოლის ფარგლებს გასცდა. ამას გარდა, პენი მაკონოლი თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ არის: დაწყებითი კლასებიდან რომ მიეჩვევიან ბავშვები სწორად კვებას, ეს ჩვევა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ.

არც პირველი ლედი აპირებს უკანდახევას. მითუმეტეს, რომ მისი მეუღლე მეორე ვადით აირჩიეს და მიშელის ნერგებმაც მუდმივი ზრუნვის და ყურადღების შედეგად ნოყიერ ნიადაგზე გამრავლება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG