მექსიკის მთავრობამ ამერიკის მოქალაქე შვიდი შვილის დედა გაათავისუფლა, რომელსაც ნარკოტრეფიკინგში ედებოდა ბრალი. მისი დაპატიმრება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული და ამერიკულ-მექსიკურ ურთიერთოებებს გაუარესებით ემუქრებოდა. იანირა მალდონადო ციხის კარებთან ოჯახის წევრები და ნათესავები დახვდნენ. მან სასაზღვრო ქალაქ ნოგალესის საპატიმროში ცხრა დღე გაატარა. მექსიკელმა სამართალდამცავებმა სამგზავრო ავტობუსში მისი სკამის ქვეშ ხუთი კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. ავტობუსი მექსიკიდან ამერიკის შტატ არიზონაში მიემართებოდა. მალდონადო მექსიკაში დაბადებული ამერიკის მოქალაქეა. ის და მისი მეუღლე აცხადებდნენ, რომ მექსიკაში ნათესავის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.
იანირა მალდონადოს ნარკოტრეფიკში ედებოდა ბრალი