ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკელი "ჟურნალისტების" დაკავება


მექსიკის ნარკოკარტელები ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს მარშრუტებად ხშირად იყენებენ

ნიკარაგუაში 18 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებსაც ნაღდი ფულით მილიონობით დოლარი აღმოაჩნდათ.

ნიკარაგუას პოლიციიის განცხადებით, ჟურნალისტები ქვეყანაში ჰონდურასიდან შესვლას აპირებდნენ.

დაკავებული ჯგუფის რამდენიმე წევრი მექსიკის მოქალაქეა. ისინი ექვსი მსუბუქი ავტომობილით შეეცადნენ ჰონდურასის საზღვარი მექსიკის ტელევიზიის ჟურნალისტის ჯგუფის სახელით გადაეკვეთათ. თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მათ აღნიშნულ ტელევიზიასთან კავშირი არ ქონდათ.

მას მერე, რაც მექსიკის მთავრობამ ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა, მექსიკის ნარკოკარტელები ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს მარშრუტებად ძალზე ხშირად იყენებენ.

2006 წელს მექსიკის პრეზიდენტი ფილიპ კალდერონი გახდა და ქვეყანაში მას მერე ნარკობიზნესთან დაკავშირებით, ორმოცდაათ ათასზე მეტი მკვლელობა მოხდა.
XS
SM
MD
LG