ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლა


საიუბილეო ცერემონიალს პრეზიდენტი ობამა უძღვება

ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილმა უფლებადამცველმა, მარტინ ლუთერ კინგმა ვაშინგტონის ეროვნულ მოლზე 250 ათასი ადამიანის წინაშე ისტორიული სიტყვა „მე მაქვს ოცნება“ წარმოთქვა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დღეს შეერთებული შტატების დედაქალაქში გრანდიოზული ღონისძიებები დაიწყო, რომელთა უმეტესი ნაწილი ეროვნულ მოლზეა დაგეგმილი.

მთავარი მომხსენებელი თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტია. საიუბილეო ცერემონიალს პრეზიდენტ ობამასთან ერთად ექსპრეზიდენტები ჯიმი კარტერი და ბილ კლინტონი დაესწრებიან. ღრუბლიანი და პერიოდულად წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი მოვიდა.
XS
SM
MD
LG