ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტინ ლუთერ კინგის მემკვიდრეობა


მარტინ ლუთერ კინგსა და პრეზიდენტ ობამას შორის საერთოს ბევრი ამერიკელი პოულობს

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:52 0:00
ბმული

2008 წლის 4 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ბარაკ ობამამ ამერიკის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.

„ის, რაც დღეს, ამ არჩევნებზე, ამ კონკრეტულ მომენტში მოხდა, მიგვანიშნებს, რომ ამერიკაში ცვლილებების დრო მოვიდა.“

არჩევნებში ობამას გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ჯესი ჯეკსონი:

„ეს უდიდესი სიხარული და გამარჯვება იყო, ვერც კი წარმოვედგინა, თუ მსგავსი რამ მოხდებოდა.“

ახალგაზრდა ჯესი ჯეკსონი 1963 წელს მარტინ ლუთერ კინგის ცნობილ გამოსვლას ვაშინგტონში ესწრებოდა. ჯეკსონის თქმით, კინგის გამოსვლამ დივიდენდები წლების შემდეგ მოიპოვა.

„ოცნებამ ფრთები შეგვასხა. თავისუფლებისკენ სწრაფვა გაგვიღვივა და სირცხვილის გრძნობა დაგვითრგუნა.“

ჯესი ჯეკსონი მარტინ ლუთერ კინგის სიკვდილის დღეს მასთან ერთად იყო. 1968 წელს მემფისის ერთერთი მოტელის აივანზე კინგს ესროლეს. მას შემდეგ ჯესი ჯეკსონმა 1984 და 1988 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი.

მარტინ ლუთერ კინგსა და პრეზიდენტ ობამას შორის საერთოს ბევრი ამერიკელი პოულობს. მათ შორისაა ჯულიან ბონდიც:

„ბარაკ ობამა მარტინ ლუთერ კინგის მემკვიდრე იმით არის, მის გაკვალულ გზაზე გაიარა და მისი დაწყებული საქმის შედეგები მიიღო.“

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბარაკ ობამას გამარჯვების საწინდარი ათასობით აქტივისტის სულისკვეთება და დაუღალავი შრომაა. ამ აზრს იზიარებს ნიუვარკის მერი კორი ბუკერიც:

„ბარაკ ობამამ მარტინ ლუთერ კინგის დახმარებით კი არა, ათასობით ამერიკელის ხარჯზე გაიმარჯვა. რომ არა მათი დაუღალავი ბრძოლა და მსხვერპლი, ობამა ამ შედეგს ვერასდროს მიაღწევდა.“

მაისში პრეზიდენტმა ობამამ მარტინ ლუთერ კინგის ხსოვნას პატივი მიაგო და ატლანტაში შავკანიან სტუდენტებთან შეხვედრისას, კინგის პიროვნების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა;

„კანონები, გული და გონება შეიცვალა და თქვენ მიხვდით, რომ თქვენნაირი ადამიანიც შეიძლება გახდეს ამერიკის პრეზიდენტი.“

ჯესი ჯეკსონის განცხადებით, მარტინ ლუთერ კინგი იამაყებდა ბარაკ ობამას წარმატებით. ობამას გამარჯვებამ ამერიკელებს თანასწორობის მაგალითი უჩვენა.

ელეანორ ჰოლმსი კონგრესში ვაშინგტონის დელეგატია:

„ობამას გამარჯვება არა შავკანიანების გამარჯვება, არამედ ზოგადად ამერიკელების გამარჯვება იყო.“

სამოქალაქო მოძრაობის ვეტერანების თქმით, ბარაკ ობამას ისტორია ერთი შავკანიანი ადამიანის ისტორიაა, რომელიც მარტინ ლუთერ კინგის დახმარებით პრეზიდენტი გახდა.
XS
SM
MD
LG