ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა


ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვალების რიცხვმა, ორშაბათს, 130,000 მიაღწია. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც გარდაცვალების, ისე დაინფიცირებულთა რიცხვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსის 2,9 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა.

ამერიკაში, ივლისის თვის დასაწყისში 50,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შტატების ნაწილში კი ვირუსის ერთ დღეში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის ფონზე, ამერიკის მთავარი ექსპერტი ინფექციურ დაავადებებში, ენტონი ფაუჩი, ამბობს, რომ პანდემიის "პირველ ტალღაში მუხლამდე ვდგავართ".

ვითარება გართულებულია სამხრეთის შტატებში. მათ შორისაა ტეხასი, სადაც ახალი რეკორდი, ვირუსის 8,700 შემთხვევა დაფიქსირდა ერთ დღეში. შტატის ყველა საავადმყოფო სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა, პაციენტების მიღება სულ უფრო რთულდება. სან-ანტონიოში კი სიტუაცია ისე დამძიმდა, რომ ამერიკის ჯარი აპირებს 50-კაციანი ჯგუფის გაგზავნას სამედიცინო პერსონალის დასახმარებლად.

კორონავირუსის შემთხვეების ასეთი დრამატული ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც შტატებმა აკრძალვები მოხსნეს. მათ შორის არიან კალიფორნია და ფლორიდაც, სადაც ეკონომიკის თავიდან დახურვა და ახალი აკრძალვების შემოღება მოუხდათ.

რთული მდგომარეობაა ჯორჯიის შტატშიც, სადაც ატლანტის მერს, კეიშა ლენს ბოტომს კოვიდ 19-ის დიაგნოზი დაუსვეს. მერმა თქვა, რომ სიმპტომები არ აქვს და მუშაობას სახლიდან გააგრძელებს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG