ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კანონმდებლების რეაქცია


სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიერ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების თემაზე კანონმდებლებს არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდათ

კვირას, ტოკიოში გამოსვლის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იაპონელ კოლეგას ფხენიანთან დიალოგისკენ მოუწოდა და გამოთქვა იმედი, რომ საერთო ენის გამონახვა ამერიკასთანაც შესაძლებელი გახდება. ვაშინგტონში, დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინი მიესალმა პრეზიდენტ ობამას და სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ინიციატივას მოლაპარაკების შესახებ.

ტელეკომპანია "ფოქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ქორნინი გაცილებით უფრო სკეპტიკური იყო. მან ჩრდილოეთ კორეის საქციელი "ცუდი ტელესერიალების განმეორებით ჩვენებებს" შეადარა.

ორშაბათს კერი იაპონიის პრემიერ-მინისტრს ხვდება. იაპონია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო იერიშის შემთხვევაში რისკის ქვეშ იმყოფება.
XS
SM
MD
LG