ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მოსამართლე მთავრობას "საღი აზრის" გამოყენებისკენ მოუწოდებს


ამერიკელი მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოგზაურობის აკრძალვაზე მიიღო გადაწყვეტილება ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში „საღი აზრი“ უნდა გამოვიყენოთ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემცირდა იმ ოჯახის წევრების და ნათესავების ჩამონათვალი, რომლებიც ექვსი, მეტწილად, მუსლიმური ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში მომავალმა ადამიანებმა ვიზის განაცხადში უნდა ჩაწერონ.

ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულება ბებია-ბაბუებს და ოჯახის სხვა წევრებს შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ოჯახის წევრებთან ჩამოსვლას უკრძალავდა.,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოგზაურობის აკრძალვა ირანიდან, ლიბიიდან, სომალიდან, სუდანიდან, სირიიდან და იემენიდან ჩამოსვლის მსურველებს დაუწესა.

ჰონოლულუს მოსამართლის დერიკ უოტსონის გადაწყვეტილებით, აკრძალვა არ უნდა შეეხოს იმ პირებს, ვინც შეერთებულ შტატებში ოჯახის წევრების სანახავად ჩამოდიან.

„საღი აზრი გვკარნახობს, რომ ოჯახი მოიცავს ბებიებს და ბაბუებს. ისინი ოჯახის მთავარ ნაწილს შეადგენენ,“ განაცხადა მოსამართლემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG