ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ბენიამინ ნეთანიაჰუს მასპინძლობს


პრეზიდენეტი ობამა ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მასპინძლობს. ისინი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესის საკითხებს და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. ბატონი ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი ვიზიტის უმთავრესი მიზანი შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოპოვებაა პალესტინელბთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყების საკითხში. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა ამ შეხვედრის თემებზე ისაუბრა:

„ეს არის ისრაელის არსებული პოლიტიკის შეცვლის განხორცილება ღაზას სექტორში, რეგიონალური უსაფრთოხება, ისრაელ-პალესტინის მოლაპარეკებები და რაც შეიძლება მალე პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება მათ შორის.“

განაცხადა გიბსმა.

უკანასკნელად ნეთანიაჰუ თეთრ სახლს მარტში ეწვია, მას შემდეგ, რაც ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 ახალი ებრაული დასახლების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თელ-ავივმა ამის გამო ვაშინგტონის მკეთრი კრიტიკა დაიმსახურა. პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი კი ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას მანამდე არ აპირებს, ვიდრე თელ-ავივი ებრაული დასახლებების მშენებლობას არ შეწყვეტს.

XS
SM
MD
LG