ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ჩრდილოეთ კაროლინას სამხედრო ბაზას სტუმრობს


ობამა ჩრდილოეთ კაროლინას სამხედრო ბაზას სტუმრობს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ერაყიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტმა ისაუბრა ამერიკა ერაყს შორის ურთიერთანამშორმლობაზე და შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღების მიერ გაღებულ მსხვერპლზეც.

ამერიკის ჯარების გამოყვანის პროცესი, რომელიც ამა წლის 31 დეკემბერისთვის უნდა დასრულდეს, შეერთებული შტატების ისტორიაში ღირშესანიშნავ მოვლენაა აღნიშნა პრეზიდენტმა. დაგეგმილია ასევე ობამას ვიზიტი ფორტ ბრეგის ბაზაზე, რითაც ამ ომის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

ბატონ ობამასთან ერთად ბაზას ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკიც ეწვევა. ერაყის პრემიერი შეერთებულ შტატებში ინდუსტრიული კომპანიების მოწვევით ხვალ ჩამოდის.

ბატონი მალიკის განცხადებით, ერაყის მთავრობას არ აკმაყოფილებს ამერიკული ფირმების მცირე რაოდენობა ერაყში და ეკონომიკის აღორძინების მიზნით, მეტი კოპრორაციებისა და ბიზნეს მეწარმეთა მოზიდვა სურს.

XS
SM
MD
LG