ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი - „დემოკრატიის აღმშენებლობის მოდელი"


ერაყი - „დემოკრატიის აღმშენებლობის მოდელი"
ერაყი - „დემოკრატიის აღმშენებლობის მოდელი"

ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. დღეს ის ამერიკის სავაჭრო პალატას ესტუმრება. გუშინ ალ-მალიქი პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო. შეხვედრაზე ერაყში ომის შემდგომი საქმიანობის დეტელები განიხილეს. ბატონი ობამას განცხადებით, ერაყი უნდა გახდეს „სხვებისთვის დემოკრატიის აღმშენებლობის მოდელი“, და ამას ამართლებს ერაყში ამერიკელთა მიერ გაღებული „სისხლი და ფინანსები.“ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ერაყში ღირსეულად იმსახურეს და ისინი ერაყის საქმეებში აღარ ჩაერევიან მას შემდეგ, რაც დატოვებენ ქვეყანას.

თავის მხრივ, ერაყის ლიდერმა, შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის კვლავაც აუცილებელი იქნება, განსაკუთრებით ანტიტერორიზმის და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნის სფეროებში.

„ჩვენ დავამტკიცეთ რომ მისია წარმატებულია, შესაძლოა უნიკალურიც. ვერავინ წარმოიდგენდა რომ შევძლებდით ტერორიზმის და ალ-ყაიდას დამარცხებას. თუმცა ახლა მეორე ეტაპის წარმატამებაზე უნდა ვიზრუნოთ, როემლიც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გულისხმობს“ - განაცხადა ერაყის პრემიერმა.

XS
SM
MD
LG