ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ძალადობა განახლდა


ერაყში ძალადობა განახლდა

63 ადამიანია დაღუპული და 180-მდე დაჭრილი.

ერაყის დედაქალაქში ათზე მეტი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 63 ადამიანია დაღუპული და 180-მდე დაჭრილი. აფეთქებები ძირითადად შიიტურ რაიონებში მოხდა და ის ერაყიდან ამერიკის ჯარების გაყვანას დაემთხვა. სავარაუდოდ, აფეთქებების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია, რადგანაც შიიტური მთავრობა ვიცე-პრეზიდენტ თარიქ ალ-ჰაშემის დაპატიმრებას ითხოვს.

მას ბრალად ედება სამთავრობო ჩინოსნების მკვლელობები. ვიცე-პრეზიდენტი ჰაშემი სუნიტია. მან გუშინ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები შეთითხნილია და პოლიტიკურად არის მოტივირებული. ჰაშემის განცხადებით, ამის უკან ერაყის პრემიერ-მინისტრი დგას, რომელსაც ამერიკის ჯარების გაყვანის შემდეგ ერაყში ძალაუფლების მთლიანად ხელში აღება სურს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ალ-მალიქი უშიშროების და დაზვერვის ძალებს აკონტროლებს და ის არჩეულ ოფიციალურ პირებს საქმიანობაში ჩარევის უფლებას არ აძლევს.

ვიცე-პრეზიდენტი ჰაშემი ჩრდილოეთ ერაყში ქურთულ რეგიონს აფარებს თავს.

XS
SM
MD
LG