ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული ნავთობის შესყიდვა საგრძნობლად შემცირდა


ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, თერთმეტმა ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ირანული ნავთობის შესყიდვა.

გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ქებით მოიხსენია ის ძირითადად ევროპული სახელმწიფოები რომლებმაც ეს ნაბიჯი გადადგეს. სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს ანალოგიურ ზომებს მიმართონ. კლინტონმა განსაკუთრებულად მოიხსენია იაპონია, და აღნიშნა, რომ ტოკიომ ირანული ნავთობის იმოპრტზე უარი თქვა მაშინ როცა ქვეყანაში არაორდინალური გამოწვევები არსებობს ენერგო სფეროში.

იაპონიის მთავრობის ერთერთმა მაღალჩინოსანმა დღეს ისიც თქვა, რომ ოფიციალური ტოკიო მზად არის ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.

XS
SM
MD
LG