ჰილარი კლინტონის განცხადებით, ამერიკის კავშირი ინდოეთთან ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ინდოელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს, შრი ს.მ. კრიშნას ხვდება.
დღევანდელი შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლეონ პანეტას ინდოეთში ვიზიტის გაგრძელებას წარმოადგენს. ის ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის მოლაპარაკებების უახლეს რაუნდს დაასრულებს. ახლახან პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ინდოეთი ირანზე დაწესებული ნავთობ-ექსპორტის სანქციებისგან გამონაკლისის სახით გაათავისუფლა. ქალბატონი კლინტონის თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებს საერთო ღირებულებები, ეკონომიკური ინტერესები და დიპლომატიური მიზნები აახლოვებს და აერთიანებს.