ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო რეფორმის მომავალი შეერთებულ შტატებში


გასულ სამშაბათს, ლათინური წარმოშობის ამერიკელების 70 პროცენტმა პრეზიდენტ ბარაკ ომაბას სასარგებლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

გასულ კვირას, საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიციის დაფიქსირებით ამერიკელმა ამომრჩეველმა საემიგრაციო რეფორმის დროულ განხორციელებას ერთგვარი თანხმობაც გამოუცხადა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნების იმ 12 მილიონი მოქალაქის ბედი, რომლებიც შეერთებულ შტატებში არაკანონიერად შემოვიდნენ და ამჟამად არალეგალები არიან.

საემიგრაციო რეფორმისათვის არცერთ ამერიკელს პირდაპირ ხმა არ მიუცია. აღნიშნული საკითხი მხოლოდ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი ოპონენტი, რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განიხილებოდა. საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკელი კანდიდატის წარუმატებლობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ საემიგრაციო რეფორმის ჩატარების წინააღმდეგ წასვლა იყო. უფრო მეტიც, პრაიმერის დროს, ბატონმა რომნიმ გარკვევით აღნიშნა, რომ არალეგალებისათვის იმდენად ძნელი იქნება ამერიკაში ცხოვრება, რომ მათ მხოლოდ ორი გამოსავლი დარჩებათ -ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება ან დეპორტაცია.

გასულ სამშაბათს, ლათინური წარმოშობის ამერიკელების 70 პროცენტმა პრეზიდენტ ბარაკ ომაბას სასარგებლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ამ ფაქტის შემხედვარე რესპუბლიკელები დღეს უკვე სერიოზულად ფიქრობენ საკუთარ სტრატეგიაში საემიგრაციო რეფორმის შეცვლის თაობაზე.

„საემიგრაციო რეფორმამ, ერთგვარი კედელი გააჩინა ლათინური წარმოშობის ამერიკელებსა და რესპუბლიკურ პარტიას შორის,“ - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინსი გრაჰამმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ ლათინო-ამერიკული საზოგადოება შეერთებული შტატების სწრაფად ზრდადი სეგმენტია და რესპუბლიკელთა დამოკიდებულება არასაემიგრაციო რეფორმისადმი პარტიას რთულ მდგომარეობაში აყენებს არამარტო არჩევნების დროს, არამედ მის შემდეგაც.

„აღნიშნული დამოკიდებულება კი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია,“ - აღნიშნა სენატორმა გრაჰამმა.

გრაჰამი მხარს უჭერს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას - საზღვრის დაცვის გაძლიერებისა და არალეგალი ემიგრანტებისათვის სამუშაო უფლების მინიჭების შესახებ ე.წ „სტუმრის პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს ჯარიმის გადახდას სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის გამო და ინგლისური ენის შესწავლას.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2008 წლიდან მოყოლებული სრულყოფილი საემიგრაციო რეფორმის გატარებას ცდილობს. მან ამის თაობაზე გარკვეული მითითებებიც მისცა საემიგრაციო სამსახურებს, მათ შორის, არალეგალ ბავშვებზე ლეგალური სტატუსის მინიჭების უფლება. ეს უკანსაკნელი „ოცნების აქტის“ სახელითაა ცნობილი.

დემოკრატ სენატორ ჩარლზ შუმერის თქმით, „პრეზიდენტი ობამა ახლა უფრო იმედიანადაა, რომ საემიგრაციო რეფორმის განხორცილების თაობაზე გარკვეულ შეთანხემას მიაღწევს რესპუბლიკურ პარტიასთან.“

თუმცა, რესპუბლიკელთა უმრავლესობა კვლავ უარყოფითადაა განწყობილი საემიგრაციო რეფორმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. თეთრი სახლის სპიკერი ჯონ ბონერის თქმით, „რეფორის განხორციელება დიდი ხნის წინ იყო საჭირო.“

რესპუბლიკელი სენატორის სტივ კინგის განცახდებით „ამნისტიის მიღებით ჩვენ მოხლოდ იმ არალეგალ ემიგრანტებს დავეხმარებით, რომლებიც ამჟამად უკვე ამერიკაში ცხოვრობენ.“

თუმცა, გასულ კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ მილიონობით ლათინური წარმოშობის ამერიკელი მზადაა ერთგვარი პაექრობაც გაუწიოს მათ, ვინც საემიგრაციო რეფორმის გატარებას ეწინააღმდეგება. აღნიშნული მზადყოფნა თავად რესპუბლიკური პარტიისათვისაც უკვე ნათელია.
XS
SM
MD
LG