ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა ტრამპის ვეტოს დაძლევას შეეცდება


ამერიკის კონგრესის წარმომადგენთა პალატა პრეზიდენტ ტრამპის ვეტოს გადალახვას მისცემს ხმას. ტრამპმა რეზოლუცია, რომელიც მის მიერ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აუქმებდა, დაბლოკა.

სავარაუდოდ, წარმომადგენელთა პალატაში ეს წინადადება ვერ მოიპოვებს ხმების ორ მესამედს, რომელიც ვეტოს გადასალახადაა საჭირო. ტრაპმა საგანგებო მდგომარეობა თებერვალში გამოაცხადა. მიზეზად პრეზიდენტმა სამხრეთის საზღვარზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მდგომარეობა მოიყვანა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მას საშუალებას აძევს სამთავრობო პროექტებიდან 3.6 მილიარდი დოლარი, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე, კედლის აშენებისკენ მიმართოს.

წარმომადგენლთა პალატამ, რომელშიც უმრავლესობა დემოკრატებს უკავიათ და სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ პრეზიდენტის ეს გადაწვეტილება არ მიიღო და დაბლოკა, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტი ბიუჯეტის ხარჯვაზე გადაწვეტილებებს არ უნდა იღებდეს და რომ ეს კონგრესის პრეროგატივაა. თუმცა, პრეზიდენტმა რეზოლუციას ვეტო დაადო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG