ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელია, რომ კონგრესმა საიმპიჩმენტო პროცესზე რეზოლუცია მიიღოს


მოელიან, რომ დღეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატა მიიღებს რეზოლუციას და ფორმალურ სახეს მისცემს პროცესს, რომლის მიხედვითაც კომიტეტი გააგრძელებს გამოძიებას იმის შესახებ, პრეზიდენტი ტრამპი იმპიჩმენტის წინაშე უნდა აღმოჩნდეს თუ არა.

სავარაუდოდ, კენჭისყრა წარმოაჩენს უთანხმოებას დემოკრატების უმრავლესობასა და რესპუბლიკელთა უმცირესობას შორის. დემოკრატების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ პროცესის ლეგიტიმაციისთვის ასეთი რეზოლუციის მიღება საჭირო არ იყო, რესპუბლიკელები კი გამოძიებას ეწინააღმდეგებოდნენ, როგორც ზედმეტად დახურულ პროცესს, რომელშიც თანაბარწილად მონაწილეობის საშუალება მათ არ ეძლეოდათ.

დემოკრატი კანონმდებლებისადმი მიმართულ წერილში სპიკერმა ნენსი პელოსიმ თქვა: “ამ ნაბიჯს ვდგამთ, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ტრამპის ადმინისტრაციასარ წარმოადგინოს დოკუმენტები, არ დაუშვას მოწმეების მიერ ჩვენების მიცემა, უგულებელყოს წესის მიხედვით გაცემული სავალდებულო უწყებები.”

სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა თქვა, რომ რეზოლუცია “ძალიან შორს არის” იმისგან, რომ გამოძიებას სამართლიანობა და კანონიერი სახე შესძინოს. “მესმის, რომ კონგრესის ბევრმა დემოკრატმა იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება წლების წინ მიიღო, მაგრამ სამართლის ძირითადი ნორმები არ ქრება მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონის დემოკრატებმა საკუთარი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს”,თქვა მაკკონელმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG