ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი სენატორები ჯანდაცვის კანონპროექტის შესახებ პირველად კენჭისყრას გეგმავენ


რესპუბლიკელი სენატორები ამ კვირაში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონის გაუქმებას და მისი ახალი კანონით ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ სცდიან.

გასულ თვეში, სენატში ჯანდაცვის კანონპროექტის ორი ვერსია შევიდა. ერთი „ობამაქეარად“ ცნობილ კანონს გააუქმებდა და ახალი კანონით ჩაანაცლებდა, მეორე კი, კანონის გაუქმებისთვის ორწლიან ვადას ითვალისწინებდა იმისთვის, რომ კანონმდებლებს მისი ჩანაცვლების გზა გამოეძებნათ.

ორივე კანონპროექტი დემოკრატების სრულ და რესპუბლიკელების საკმაო წინააღმდეგობას გადააწყდა იმისთვის, რომ საკანონმდებლო პროცესში წინ წასულიყო.

სენატორმა ჯონ თუნმა, ას წევრიანი სენატის 52 რესპუბლიკელიდან ერთ-ერთმა კვირას თქვა, რომ უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი ამ კვირაში ჯანდაცვის კანონზე საპროცედურო კენჭისყრას დანიშნავს, რომელმაც შესაძლოა ეს კანონი განხილვისთვის და შესწორებებისთვის მოამზადოს.

თუმცა ნათელი არ არის, თუ რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. წარმომადგენელთა პალატამ გაუქმების და ჩანაცვლების საკუთარი კანონი მაისში მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG