ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იარაღის კონტროლის ჩასწორება სენატში


ჩასწორების დამტკიცებისთვის 60 ხმა არის საჭირო

დღეს შეერთებული შტატების სენატში იარაღის კონტროლის შესახებ კანონში ჩასწორებას უყრიან კენჭს. ჩასწორების პროექტის მიხედვით, იარაღის მყიდველმა უნდა წარადგინოს კრიმინალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც მიიღება მისთვის იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება. ჩასწორება ორპარტიულია და მისი ავტორები არიან დემოკრატი ჯო მანჩინი და რესპუბლიკელი პეტ ტომი. ჩასწორების დამტკიცებისთვის 60 ხმა არის საჭირო. ყოფილი კონგრესმენი ქალბატონი გაბრიელ გიფორდი, რომელიც 2011 წელს არიზონაში მასობრივის სროლის დროს დაჭრეს, კონგრესის შენობას ეწვია, რათა ჩასწორების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა დააფიქსიროს.
XS
SM
MD
LG