ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები იარაღის კონტროლზე


აშშ-ს სენატი დებატებს დღეს იარაღის კონტროლზე იწყებს

დღეს შეერთებული შტატების სენატი ერთერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და ემოციურ საკითხზე -იარაღის კონტროლზე დებატებს იწყებს.
სავარაუდოდ დემოკრატების მიერ მართული სენატი დაამარცხებს კოსერვატორ რესპუბლიკელთა მცდელობას კანონის განხილვის ჩაგდებასთან დაკავშირებით.
სენატორ ჯო მანჩინსა და რესპუბლიკელ პატ ტუმს შორის მიღწეულმა კომპრომისმა, რომელიც იარაღის მყიდველთა კრიმინალური წარსულის შემოწმებას ეხება, სენატში დებატების დაწყებას დაუდო დასაბამი.
პრეზიდენტი ობამა გასული წლის დეკემბერში ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ფაქტის შემდეგ, კონგრესზე ზეწოლას ახდენს. მისი თქმით, იარაღის ყიდვაზე კონტროლის დაწესება ხელს შეუშლის საშიშ ადამიანებს იარაღი შეიძინონ.
XS
SM
MD
LG