ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოს ორი ტყვე აშშ-მ სუდანში გაგზავნა


აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სუდანელმა ტყვეებმა ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით გუანტანამოში 10 წელიწადზე მეტი დაჰყვეს

გუანტანამოში მყოფი ორი ტყვე ამერიკამ სამშობლოში, სუდანში გაგზავნა. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სუდანელმა ტყვეებმა ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით გუანტანამოში 10 წელიწადზე მეტი დაჰყვეს. ორივე პატიმარი სუდანის მთავრობას გადაეცა.

ვაშინგტონი ცდილობს კუბაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მდებარე სატუსაღოდან პატიმრების გაყვანა მაქსიმალურად დააჩქაროს. ამჟამად გუანტანამოში მყოფი 158 პატიმრიდან თითქმის ნახევარს ბრალდება მოხსნილი აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც პატიმრობაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG