ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-გერმანიის ურთიერთობები


გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობას, შეერთებული შტატების მსგავსად მტკიცედ სჯერა ძლიერი და ერთიანი ევროპის

US Germany Relations 5841049

გერმანიის პარლამენტის წევრმა, ჰანს-ულრიხ კლოსმა ვაშინგტონში ვიზიტისას თქვა, რომ ევროკავშირმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას მაშინ, როცა შეერთებულ შტატებს ყურადღება აზიისკენ გადააქვს.

„ევროპელები აქამდე კარგად გრძნობდნენ თავს, იცოდნენ რა, რომ ევროპაში ან მის პერიფერიებზე, სამხრეთში თუ აღმოსავლეთში, სიძნელეების წარმოქმნის შემთხვევაში ამერიკა მზად იყო არა მარტო დასახმარებლად, არამედ ლიდერის როლის შესასრულებლადაც.“

კლოსი ამბობს, რომ შეერთებული შტატების აზიისკენ „შეტრიალებას“ შეეძლო ტრანსატლანტიკური ვაჭრობის შესუსტება, რომელიც მთელი მსოფლიო ვაჭრობის თითქმის ნახევარს შეადგენს. მაგრამ ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი კლაუს ლარესი ამბობს, რომ ევროპას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.

„თვითონ ევროპელებიც უფრო მეტად ინტერესდებიან ჩინეთით და ზოგადად აზიით. ჩვენ ასევე ვიცით, რომ გერმანიის წარმატებული ექსპორტი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა აზიაში და ისეთ ქვეყნებში ექსპორტის გარეშე, როგორებიცაა: ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და მსგავსი ქვეყნები.“

თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ევროპელებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარ უახლოეს სამეზობლოს.

„ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რადგან ჩვენ სამეზობლოშია ჩრდილო აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, რომლის სახელიც კი გარკვევით ამბობს, რომ ის ჩვენთან საკმაოდ ახლოა. იქ რაც ხდება, ჩვენთან უშუალო კავშირშია და რა თქმა უნდა ჩვენ გვაინტერესებს მიმდინარე მოვლენები.“

ხანდახან გერმანიისგან, როგორც ევროპის უძლიერესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოსგან, მოელიან კონტინენტის საგარეო პოლიტიკის ლიდერის როლის შესრულებას. ლარესი ამბობს, რომ გერმანელი პოლიტიკოსები, ქალბატონი მერკელის ჩათვლით, არ ესწრაფვოდნენ ევროპის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერობას იმის შიშით, რომ არ გამოეწვიათ ნაცისტური გერმანიის აჩრდილის შეგრძნება.

„ბევრი მოუწოდებს მერკელს: „თქვენ უნდა გამოხვიდეთ დიდი, შორსმჭვრეტელური, პრო-ევროპული სიტყვით“. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი მოლოდინი ამაო იქნება, რადგან მას ალბათ არ გააჩნია საამისო ენთუზიაზმი, და მეორეც, არ სურს მოსახლეობის რომელიმე ნაწილში გაუცხოება გამოიწვიოს. მათში, ვისაც ასეთი სიტყვა არ მოეწონება.“

თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გერმანიას არ უჭირს ევროპის ეკონომიკის ლიდერობა და მერკელს არ უყოყმანია, როცა არაპოპულარული ზომები მიიღო ევროპის საერთო ვალუტის გადასარჩენად. ლარესი ამბობს, რომ გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობას, შეერთებული შტატების მსგავსად მტკიცედ სჯერა ძლიერი და ერთიანი ევროპის. ის ამბობს, რომ აზიასთან კავშირების გაფართოებით ორივე ქვეყანა
მიიღებს სარგებლობას.
XS
SM
MD
LG