ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი გუშაგი გარდაიცვალა


გერმანიაში ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი გუშაგი ჯონ დემენიუკი მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა 91 წლის ასაკში.

შარშან მაისში მას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ საქმის გასაჩივრების შემდეგ გაანთავისუფლეს.

უკრაინული წარმოშობის დემენიუკი კატეგორიულად უარყოფდა ებრაელების გენოციდში რაიმე მონაწილეობას და თავადაც ნაცისტების მსხვერპლად მოჰქონდა თავი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დემენიუკი ამერიკის მოქალაქე გახდა. მიუხედავად ამისა 2009 წელს გერმანიში მისი ექსტრადიცია მოახდინეს.

1988 წელს მის წინააღმდეგ ისრაელშიც აღიძრა საქმე, სადაც მას ებრაელი ტუსაღების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მოგვიანებით გამოძიების მიერ დაშვებული შეცდომის გამოაშკარავების გამო მის წინააღმდეგ ადრე წაყენებული ყველა ბრალდება გაბათილდა.

XS
SM
MD
LG