ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრატეგიული ქარტიის სესიის დასრულებას ერთობლივი განცხადება მოჰყვა


საქართველოს ვიცე პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ვიცე პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ანტონი ბლინკენმა და საქართველოს ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში 2 ნოემბერს მეხუთე პლენარულ სხდომას უხელმძღვანელეს, რის შემდეგაც მათ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. სხდომის თანათავმჯდომარეებმა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირებობების შესრულებისკენ მოუწოდეს.

ამერიკა მიესალმება რეგიონში რეგიონში საქართველოს ეკონომიკური როლის გაძლიერებას. ამერიკა საქართველოს ევროპასთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, სამხრეთის ენერგო დერეფანის განვითარებისკენ და განახლებადი ენერგო წყაროების შემუშავებისკენ მოუწოდებს, რაც საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს.

ამ თემებთან ერთად განცხადებაში საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებაც იყო საუბარი. მხარეები თანხმდებიან, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონა აუცილებელია. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პოლიტიკური პარტიებისა და ძალებისთვის თანასწორუფლებიანი, კონკურენტული გარემოს შექმნაზე 2016 წლის არჩევნებისთვის და არჩევნების შემდეგ. ასევე იყო საუბარი ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

ქარტიის ფარგლებში მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკის მხარდაჭერაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ამერიკამ საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთის აისაფის ოპერაციაში მონაწილეობისთვის.

მეოთხე ძირითადი მიმართულება, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს, კულტურული გაცვლითი და ხალხთაშორისი პროგრამები იყო.

XS
SM
MD
LG