ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა საქართველოს ჯარს MILES სისტემის სრულ კომპლექტს გადასცემს


საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელის თანახმადაც, ამერიკა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს "მაილსის" ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერად ინტეგრირებულ სისტემას გადასცემს. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში საელჩო ამბობს:

"აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

$4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს."

ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა (MILES) საწვრთნელი სისტემაა, რომელიც ჯარისკაცებისთვის წვრთნების დროს ბრძოლის ველის რეალისტურ განცდას ქმნის. თვალებისთვის უსაფრთხო ლაზერული "ტყვიებით" ის იძლევა სროლის სიმულაციის და ცეცხლის გაცვლის შესაძლებლობას ჯარისკაცებს შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG