ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის სხდომა გაიხსნა


FILE - In this Sept. 8, 2010 file photo, Secretary of State Hillary Rodham Clinton speaks at the Council on Foreign Relations in Washington. With tempered optimism, Clinton is leaping back into Israeli-Palestinian negotiations that she says may be the la
FILE - In this Sept. 8, 2010 file photo, Secretary of State Hillary Rodham Clinton speaks at the Council on Foreign Relations in Washington. With tempered optimism, Clinton is leaping back into Israeli-Palestinian negotiations that she says may be the la

ორი საათის წინ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის სხდომა გაიხნა. მისასალმებელ ცერემონიაზე, სიტყვით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური გამოვიდნენ. ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ასისტენტი ფილიპ გორდონი შედის. ქართულ მხარეს პრემიერ მინისტრთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური წარმოადგენს. თავის სიტვაში ჰილარი კლინტონმა კერძოდ აღნიშნა:

“თბილისში ჩემი ვიზიტი, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ ჩემი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან ნიუ იორკში, დასტურია ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობისა. საქართველო-ამერიკის პარტნიორობა ჩვენი საერთო ფასეულობებისა და ინტერესების გაზიარების შედეგად შედგა. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელსაც შარშან მოეწერა ხელი ორმხრივი კავშირი გასაფართოვებლად ხელსაყრელ ჩარჩოს გვაძლევს.

ამერიკა უკან არ დაიხევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ეს პრინციპი ფუნდამენტურია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალაინსში გაწევრიანების მისწრაფებას. ამერიკა ძალიან მადლიერია საქართველოს მიერ ავღანეთში ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის. ქართველი ჯარისკაცები ავღანელებს უსაფრთხო ქვეყნის მშენებლობაში ეხმარებიან და უსაფრთხოების დასაცავად მსოფლიოში ჩვენს საერთო მისიას უჭერენ მხარს. მწუხარებას გამოვქვამთ ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. და მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.”

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს და პირადად ჰილარი კლინტონს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.

“ჩემთვის დიდი პატივია საქართველო-ამერიკის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეობა. მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას მისი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთის მხრივ სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების, ისევე როგორც ამერიკის მხარდაჭერის და მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი.”- განაცხადა ბატონმა გილაურმა.

გამოსვლაში მან დასძინა, რომ სწრედ გატარებული რეფორმებისა და დახმარების ოპტიმალური ათვისების შედეგად, საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა რეგიონში და რომ ამ წარმატების გავრცელება მთელს რეგიონშია შესაძლებელი. გილაურის განცხადებით, საქართველო ენერგეტიკული ცენტრია მთელს რეგიონში. აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, მან ასევე მოკლედ ისაუბრა საქართველოს განათლების რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა დასავლური განათლების კუთხით ვითარდება, გილაურმა აღნიშნა, რომ: ცოტა ხნის წინ საქართველომ განახორციელა ინიციატივა ათასი ინგლისურენოვანი მასწავლებლის მოწვევასთან დაკავშირებით და რომ ქვეყნის მთავრობის სურვილია საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის დაარსება, რომელიც რეგიონის ქვეყნებსაც მოემსახურება. გილაურმა ისაუბრა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და საქართველოს წვლილზე ავღანეთში. საქართველოს პრემიერის განცხადედბით, ქვეყანა ერთგული რჩება თავისუფალი საზოგაცდოების პრინციპებისა და ამასთან ერთად, ამუშავებს სამოქმედო გეგმას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. და ბოლოს ბატონმა გილაურმა დასძინა, რომ ამერიკასა და საქართველოს წინ საკმაოდ ამბიციური სამუშაო პროცესი ელით და რომ ორმხრივი კომისია, რომელიც სტრატეგიული ქარტიის ბაზაზე შეიქმნა, ამ თანამშრომლობის წარმატებისათვის კარგი ინსტრუმენტია.

მხარეების მისასალმებელი სიტყვების შემდეგ სხდომა დაიხურა. მოგვიანებით მუშაობას ქარტიის ფარგლებში ეკონომიკისა და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი ჯგუფი განაგრძობს.

XS
SM
MD
LG