ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ასანჟის გადაცემას ითხოვს


აშშ, ვიკილიკსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას მოითხოვს ინგლისიდან. ლონდონში გამართულ სასამართლო პროცესზე, ამერიკის მხარე ამტკიცებდა, რომ ასანჟი არა თავისუფალი სიტყვის ჩემპიონი, არამედ "ჩვეულებრივი" კრიმინალია, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა საიდუმლოების გამჟღავნებით. ამერიკელებს სურთ ასანჟი შპიონაჟის ბრალდებით გაასამართლონ, რაც, მაქსიმუმ, 175-წლიან პატიმრობას გულისხმობს.

2010 წელს ასანჟმა ათიათასობით საიდუმლო სამხედრო დოკუმენტი და დიპლომატიური მიმოწერა გამოაქვეყნა. ის ამტკიცებდა, რომ მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი, რომელსაც ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს.

ადვოკატმა ჯეიმს ლუისმა, რომელიც ამერიკის მთავრობას წარმოადგენს, ვიკილიქსის საქმეს '' ამერიკის ისტორიაში საიდუმლო მასალებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპრომეტირება" უწოდა. მან თქვა: "ჟურნალისტიკა ახლა საბუთი ვერ იქნება კრიმინალური საქმიანობისთვის და უფლება კანონის დასარღვევად."

სასამართლოს მიმდინარეობის პარალელურად, ასანჟის მომხრეები აქციას მართავდნენ შენობის წინ. თუმცა, მისი მხარდამჭერების სკანდირებას ასანჟი დადებითად არ გამოეხმაურა და თქვა, რომ ხმაური მას კონცენტრირებაში უშლიდა ხელს და "არაფერში ეხმარებოდა".

48 წლის ასანჟი სასამართლო სხდომას ესწრებოდა. ის იქვე მდებარე ბელმარშის საპატიმროშია, გაძლიერებული დაცვის ქვეშ. 10 თვის წინ, ის ლონდონში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც 7 წლის განმავლობაში შვედეთის საელჩოს აფარებდა თავს. სასამართლო პროცესზე მან საკუთარი ვინაობა და დაბადების თარიღი დაადასტურა.

ექსტრადიციის სასამართლო მოსმენები რამდენიმეწლიანი დიპლომატიური და იურიდიული გარჩევების შემდეგ დაიწყო.

"ვიკილიქსის" დამფუძნებელს შეერთებულ შტატებში ჯაშუშობასა და ჰაკერულ საქმიანობაში ედება ბრალი - ჯამში, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 18 მუხლით აქვს წაყენებული. ვიკილიქსის დამფუძნებელი და მისი უფლებადამცველები, აშშ-ში ექსტრადირების წინააღმდეგნი არიან და არ ეთანხმებიან 2010 წელს მის წინაღმდეგ წარდგენილ ბრალს.

ასანჟს მხარს უჭერს ბევრი მედია, უფლებადამცველი ორგანიზაცია და ცნობილი ადამიანი. მათ შორის არიან "საერთაშორისო ამინისტია" და "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე", ისინი თვლიან, რომ ასანჟის წინააღმდეგ დაწყებული საქმე ცუდ პრეცედენტს შექმნის პრესის თავისუფლებისთვის. რაც შეეხება ცნობილ ადამიანებს, მათ შორისაა, მაგალითად, მოდის დიზაინერი, ვივიან ვესტვუდი, რომელიც ასანჟს "დემოკრატიის ანგელოზს" უწოდებს.

სასამართლო მოსმენები, ჯერ ახლახან დაიწყო და საბოლოო განაჩენამდე, ჯერ შორია. გამხსნელი არგუმენტების ერთკვირიანი მოსმენის შემდეგ, სასამართლომ შესვენება მაისამდე გამოაცხადა. სწორედ მაშინ წარმოადგენენ მხარეები საკუთარ მტკიცებულებებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG